ქართუ ბანკი

ქართუ ჯგუფის და პროგრეს ბანკის აქციების მმართველად ვლადიმერ უგულავა დაინიშნა

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობის საფუძველზე ქართუ ჯგუფის და პროგრეს ბანკის აქციების მმართველად ვლადიმერ უგულავა დანიშნა.

აღსრულების ბიუროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართუ ჯგუფის აქციათა 100%-ის და სს პროგრეს ბანკის აქციათა 21,71450%-ის მმართველად პროფესიული და პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინებით დაინიშნა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი ვლადიმერ უგულავა.

ქართუ ჯგუფის აქციების მმართველად ვლადიმერ უგულავას დანიშვნის ფაქტს ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელისუფლების ძალადობის პოლიტიკის გაგრძელებაა. კოალიციის ლიდერის განცხადებით, მმართველი გუნდი მისი პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ არაერთგზის შეეცადა ქართუ ბანკის დაქცევას. 

 

კომენტარები