ქველმოქმედება

Warner Bros. კინოთეატრში მოკლული ადამიანების ოჯახებს ფულად კომპენსაციას გადასცემს

კინოსტუდიამ  Warner Bros. მსხვილი თანხა გადასცა 20 ივლისს, ჯეიმს ჰოლმსის მიერ კინოთეატრ აურორაში მოკლული თორმეტი ადამიანის ოჯახებს. Warner Bros ამ დრომდე საჯაროდ  არ აცხადებს ზუსტ რიცხვს, თუმცა კინოსტუდიის წარმომადგენლების განცხადებით, თანხა  „მნიშვნელოვანია“, ეს დახმარება არ იქნება ერთჯერადი და მათი მხრიდან კომპენსაციის გაცემა მუდმივად მოხდება.

კინოსტუდიამ თანხა კოლორადოს საქველმოქმედო ფონდ Community First Foundation-ს გადაურიცხა, რომელიც შტატის გუბერნატორის ჯონ ჰიკენლუპერის ინიციატივით შეიქმნა კინოთეატრში აურორაში ტრაგიკულდ დაღუპულთა ოჯახების დასახმარებლად.

ამასთან, Warner Bros.-მა, გააუქმა ბეტმენზე გადაღებული ფილმის პრემიერა პარიზში. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჰოლივუდის  სტუდია ქველმოქმედებას ჩადის.

კომენტარები