კინო

პოლ ტომას ანდერსონის პროექტი -ოსტატი

პოლ ტომას ანდერსონის პროექტის - “ოსტატი” სრულფასოვანი ტრეილერი გამოვიდა. ფილმი გამოსვლამდე არაერთი დავის საგანი გახდა. ამის მიზეზი ისაა, რომ “ოსტატის” სიუჟეტი გამოგონილი რელიგიის, “მიზეზის” გარშემო ვითარდება, რომელიც ბევრმა საინტოლოგიასთან გააიგივა.

ფილმის დეტალები უცნობია, ტრეილერი კიდევ უფრო დამბნეველია. 

პოლ ტომას ანდერსონის ფილმს წელს კანის კინოფესტივალზე ელოდნენ, მაგრამ რეჟისორმა “ოსტატის” დასრულება ვერ მოასწრო და ამიტომ, სავარაუდოდ ვენეციის კინოფესტივალზე აჩვენებენ. ფილმში მთავარ როლებს ხოაკინ ფენიქსი და ფილიპ სეიმურ ჰოფმანი ასრულებენ, მუსიკა კი Radiohead–ის გიტარისტის ჯონ გრინვუდის შემოქმედებაა. 
“ოსტატი” კინოთეატრებში 12 ოქტომბერს გამოვა. 

კომენტარები