არჩევნები 2012

არასამთავრობო ორგანიზაციებმა საარჩევნო ვებ-პორტალი წარადგინეს

საქართველოში მოქმედმა სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, ერთობლივი საარჩევნო ვებ-პორტალი წარადგინეს.

პორტალის www.electionsportal.ge მიზანია  მომავალი საპარლამენტო არჩევნების შესახებ დაინტერესებული მხარეებისათვის მრავალფეროვანი და ყოვლისმომცველი ინფორმაციის მიწოდება. ასევე, წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და მის შემდგომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოქალაქეების მიერ დაფიქსირებული სავარაუდო დარღვევების აღრიცხვა და საქართველოს რუკაზე მათი წარმოდგენა.

არჩევნების პორტალი ნებისმიერ მოქალაქეს საშუალებას მისცემს ელექტრონულად განათავსონ ინფორმაცია სარჩევნო პერიოდის სავარაუდო დარღვევებისა და ინციდენტების შესახებ. ამასთანავე, პორტალთან ერთად ამუშავდება უფასო SMS ნომერი - 2500, რომელზეც ინფორმაციის გაგზავნა შეეძლება ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერი მობილური ქსელიდან.

არჩევნების პორტალის ადმინისტრირებას ახდენს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება.

 

კომენტარები