ტიმოშენკოს პროცესი

იულია ტიმოშენკოს კანის უცნობი დაავადება აღმოაჩნდა

უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ამჟამად პატიმრობაში მყოფ იულია ტიმოშენკოს კანის უცნობი დაავადება აღმოაჩნდა. ამის შესახებ ქვეყნის მთავრობის ყოფილი წარმომადგენლის ადვოკატმა სერგეი ვლასენკომ განაცხადა.

მისი თქმით, ტიმოშენკოს ორი კვირის წინ გამონაყარი გაუჩნდა, რომელსაც მისი სხეულის ნახევარი აქვს დაფარული. სერგეი ვლასენკოს განმარტებით, ექიმები დაავადების დიაგნოზირებას ვერ ახერხებენ. ადვოკატის განცხადებით, უცნობი დაავადების გამო ყოფილი პრემიერი იძულებული გახდა, სხვა დაავადების, ზურგის თიაქრის მკურნალობა შეეწყვიტა. მისი თქმით, მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ტიმოშენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები იულია ტიმოშენკოს 2011 წელს, თავისუფლების აღკვეთის შემდეგ გაუჩნდა. მან ადგილობრივ ექიმებთან მკურნალობაზე უარი თქვა. ამჟამად უკრაინის ყოფილი პრემიერი გერმანელი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშაა.

 

კომენტარები