ტიმოშენკოს პროცესი

იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ შესაძლოა ახალი საქმე აღიძრას

 უკრაინის უშიშროების სამსახური ცდილობს იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ ახალი საქმის  აღძვრას - აცხადებენ ტიმოშენკოს  ბლოკის წევრები.  ლაპარაკია საქმეზე, რომელიც ეხება 1996 წელს ”უკრაინის ერთიანი ენერგეტიკული სისტემის” მიერ რუსეთის თავდაცვის  სამინისტროსგან   405 მილიონი დოლარის ოდენობის   ვალის აღებას. მაშინ, აღნიშნულ კორპორაციას იულია ტიმოშენკო ხელმძღვანელობდა.  ტიმოშენკოს ბლოკის წევრების თქმით,  წუხელ   ადგილი ჰქონდა პატიმრობაში მყოფი   ექს-პრემიერის   ადვოკატების გარეშე  დაკითხვის მცდელობას. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაი აზაროვმა   შესაბამის ორგანოებს დაავალა  შეისწავლონ  რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა ”უკრაინის ერთიანი ენერგეტიკული  სისტემის” მიერ აღებული 405 მილიონი დოლარის ოდენობის ვალის დაბრუნების  თაობაზე. პრემიერ-მინისტრმა მოითხოვა შესწავლილ იქნას , როგორ მოხდა კერძო კომპანიის მიერ  აღებული ვალის სახელმწიფოზე გადამისამართება.

 





 

კომენტარები