ტიმოშენკოს პროცესი

ტიმოშენკომ ევროკავშირს ციხიდან მიმართა

უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ ციხიდან წერილობით მიმართა ევროკავშირს და სთხოვა ბოლომდე მიიყვანოს უკრაინასთან  დაგეგმილი  ასოცირებული წევრობის შეთანხმება. ” გთხოვთ  უარი არ თქვათ შეთანხმებაზე,  თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს  უარი აამაღლებს ჩემი გათავისუფლების შანსს. არ მსურს ჩემი ქვეყნის ევროპული მომავალი დაზარალდეს რაიმე მიზეზით, მით უფრო ჩემი ბედის  გამო” - ნათქვამია იულია ტიმოშენკოს წერილში. ევროკავშირმა და აშშ-მ დაგმეს უკრაინის ყოფილი პრემიერისთვის 7 წლით პატიმრობის მისჯა და გასულ თვეში  უარი თქვეს ვიქტორ იანუკოვიჩთან შეხვედრაზეც. ზოგიერთმა ევროპელმა ლიდერმა განაცხადა, რომ შესაძლოა რისკის ქვეშ დადგეს უკრაინასთან ხელმოსაწერი შეთანხმებაც. კიევი იმედოვნებს, რომ ბრიუსელთან 19 დეკემბერს მოეწერება ხელი შეთანხმებას , რომელიც გულისხმობს  უკრაინასა და ევროკავშირს შორის თავისუფალ  ვაჭრობას. ” ასოცირებული წევრობა იქნება გარღვევა უკრაინელი ხალხის ევროპულ ოცნებაში”-აღნიშნავს  თავის წერილში ტიმოშენკო. 

კომენტარები