ტიმოშენკოს პროცესი

უკრაინის გენპროკურატურა: ტიმოშენკოს წინააღმდეგ ახალი საქმის აღძვრა კანონიერია

უკრაინის გენერალური პროკურატურა მიიჩნევს, რომ  იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ სრულიად  კანონიერად აღძრა ახალი  სისხლის სამართლის საქმე  ქვეყნის უშიშროების სამსახურმა.  ლაპარაკია  ბრალდებაზე, რომლის  დამტკიცებაც მაქსიმუმ 12 წლით პატიმრობას ითვალისწინებს.

კიევში  გამართულ ბრიფინგზე გუშინ  უკრაინის უშიშროების სამსახურის საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ივან დერევიანკომ განაცხადა, რომ იულია ტიმოშენკო ეჭვმიტანილია  96 წელს რუსეთის  თავდაცვის  სამინისტროსგან კერძო კომპანიისთვის აღებული ვალის ( 405 მილიონი აშშ დოლარი) უკრაინის ბიუჯეტისთვის მიწერაში. იგულისხმება ” უკრაინის ერთიანი ენერგეტიკული სისტემის” მიერ აღებული ვალი ,  კორპორაციას კი  მაშინ  ტიმოშენკო ხელმძღვანელობდა. დერევიანკომ აღნიშნა, რომ ამ საქმეზე დაწყებულია   ძიება.

11 ოქტომბერს კიევის პეჩორის სასამართლომ უკრაინის ექს-პრემიერს 7 წლით  თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის დამნაშავედ სცენს რუსეთთან გაზის კონტრაქტების გაფორმებისას თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. ითქვა, რომ ტიმოშენკომ თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის რუსეთთან უკრაინისთვის წამგებიანი კონტრაქტები გაფორმა.  იულია ტიმოშენკოს   ენერგოკომპანია ”ნეფტოგაზისთვის”   ზარალის ასანაზღაურებლად,  190  მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა. იულია ტიმოშენკოსთვის გამოტანილი განაჩენი პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნიეს ევროპასა და აშშ-ში. დასავლეთიდან წამოსული მძაფრი კრიტიკის ფონზე უკრაინის მაღალი რანგის პირებმა, მათ შორის იანუკოვიჩმაც ,  13 ოქტომბერს არ გამორიცხეს ტიმოშენკოსთვის სასჯელის შემსუბუქება.

იულია ტიმოშენკოს მომხრეები აპროტესტებენ  კიევის სასამართლოს  განაჩენს. მათ სასამართლოს შენობასთან საპროტესტო ბანაკი გაშალეს და განაცხადეს, რომ ექსპრემიერის გათავისუფლებამდე არ დაიშლებიან. გავრცელებული ცნობებით, ტიმოშენკოს მომხრეების წინააღმდეგობა გაზარდა მათი ლიდერის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმის აღძვრამ.

 

 

კომენტარები