ტიმოშენკოს პროცესი

უკრაინის იუსტიციის მინისტრი: ტიმოშენკოს სასჯელი უნდა შეუმცირდეს

უკრაინის იუსტიციის მინისტრის, ალექსანდრ ლავრინოვიჩის შეხედულებით, ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს იულია ტიმოშენკოს   შვიდ წლიანი სასჯელი  უნდა შეუმცირდეს. მაღალჩინოსანი იზიარებს   ტიმოშენკოს  წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს, თუმცა მიიჩნევს, რომ  სასამართლოს მიერ გამოტანილი  განაჩენი შეუსაბამო და მკაცრია.  ლავრინოვიჩმა    მკაცრი განაჩენი   უკრაინის  სისხლის სამართლის  კოდექსის მიერ ამგვარი დანაშაულისთვის დაწესებული მინიმალური ზღვარით ახსნა.

იუსტიციის მინისტრის აზრით,  ვითარებიდან გამოსავალი იქნებოდა   ქვეყნის პარლამენტის მიერ კანონში ცვლილების შეტანა, რადგან კანონმდებლებს შეუძლიათ ტიმოშენკოს მიერ ჩადენილი ქმედებები კრიმინალურის ნაცვლად პოლიტიკურ დანაშაულებათა კატეგორიას მიაკუთვნონ. პოლიტიკურ დარღვევებზე კი სასჯელი შედარებით რბილია.

ასეთი აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ტიმოშენკოს სასამართო პროცესი და მისი განაჩენი საერთაშორისო საზოგადეობამ გააკრიტიკა.

ბრალდებულის ადვოკატის, იური სუხოვის განცხადებით, მომავალ კვირას ტიმოშენკო განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.

 

კომენტარები