ჯანდაცვა

მიხეილ სააკაშვილი: საპენსიო განყოფილებაში არავინ რიგში არ ჩადგება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ბათუმში ლიბერთი ბანკის ერთ-ერთ ფილეალს ესტუმრა და გრძელი რიგების არსებობის გამო, ბანკის ხელმძღვანელობა გააკრიტიკა.

პრეზიდენტმა პენსიონერებისთვის გადასაცემი პოლისებზე ისაუბრა, რომელთა გამოყენების საშუალებაც მათ სექტემბრიდან მიეცემათ. მისი თქმით, ბანკი მოსახლეობას დაბალი დონის მომსახურებას უწევს და პირობები უნდა გაუმჯობესდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სადაზღვევო პოლისების დარიგების პროცესში ლიბერთი ბანკის გარდა, სხვა ბანკებიც ჩაერთვებიან.

,,დღეიდან არც ერთ საპენსიო განყოფილებაში არავინ რიგში არ ჩადგება და თუ ჩადგება, გადავცემთ ამას იმ ბანკს, ვინც პროცესს განახორციელებს რიგში ჩაყენების, გაზულუქების და ხალხზე თავზე წამოჯდომის გარეშე." -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი ლიბერთი ბანკის ოფისში შეკრებილ პენსიონრებს, მომავალი წლიდან მათი პენსიების 100 დოლარამდე გაზრდას დაპირდა. 

კომენტარები