არჩევნები 2012

კარალეთის ინციდენტთან დაკავშირებით 5 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებულია 11 ივლისს სოფელ კარალეთთან მომხდარ ინციდენტში მონაწილე 5 ადამიანი. ეს ინციდენტი „ქართული ოცნების“ მომხრეებსა და მოწინააღდმეგეებს შორის მოხდა და ფიზიკური შეხლა-შემოხლით დასრულდა.

დააკავებული პირები არიან ცოტნე შენგელია, კახა გოგიაშვილი, ვლადიმერ ჯანეზაშვილი, გიორგი გოჩაშვილი და ლევან მაისურაძე. შსს-ს განცხადებით, ამ უკანასკნელმა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ინფო9-ს ჟურნალისტ საბა წიკწიკაშვილს. ყველა დაკავებულს სასამართლომ 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ჯანეზაშვილი და გოგიაშვილი „ქართული ოცნების“ წევრები არიან, ცოტნე შენგელია კი კახი კალაძის დაცვის წევრია.

 

კომენტარები