მექსიკა

მექსიკის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილზე გასული კანდიდატი შედეგების გაუქმებას მოითხოვს

მექსიკის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილზე გასული კანდიდატი, მეხიკოს ყოფილი მერი ანდრეს ობრადორი არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვს. მემარცხენე პოლიტიკოსმა აღნიშნული მოთხოვნით სასამართლოს ოფიციალურად მიმართა.

მისი მტკიცებით, 1 ივლისს გამართულ არჩევნებში გამარჯვებული ოპოზიციური ინსტიტუციურ–რევოლუციური პარტიის (PRI) კანდიდატმა ენრიკე პენა ნიეტომ ამომრჩევლების ხმები მოისყიდა. თავად ნიეტო ამ ბრალდებას უარყოფს.

მექსიკაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების თანახმად, ოპოზიციის კანდიდატმა ხმათა 38 პროცენტი, ხოლო მემარცხენე პოლიტიკოსმა ანდრეს ობრადორმა 31% მიიღო.

პარტია, რომელსაც ენრიკე პენა ნიეტო წარმოადგენს, მექსიკას 71 წლის განმავლობაში, 2000 წლამდე მართავდა.

 

კომენტარები