ლიტერატურა

გაბრიელ გარსია მარკესი მეხსიერებას კარგავს

წლის ნობელის პრემიის ლაურეატს გაბრიელ გარსია მარკესს მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს - ინფორმაციას ამის შესახებ კოლუმბიელი მწერლის ძმაზე დაყრდნობით BBC-ი ავრცელებს.

ხაიმე გარსია მარკესმა ეს განცხადება კარტახენის უნივერსიტეტში ლექციის დროს გააკეთა. "მას მეხსიერების პრობლემები აქვს. ხანდახან ვტირი, ვინაიდან ვგრძნობ რომ მას ვკარგავ", -განაცხადა ხაიმე გარსია მარკესმა.

BBC-ი აღნიშნავს, რომ ხმები იმის შესახებ, რომ 85 წლის მწერალს მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს ადრეც დადიოდა. თუმცა, ხაიმე მარკესი პირველი გახდა, რომელმაც ეს ინფორმაცია დაადასტურა.  

ამჟამად, გაბრიელ გარსია მარკესი მექსიკაში ცხოვრობს და ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოებაში იშვიათად ჩნდება.

კომენტარები