დევნილები

ვანო მერაბიშვილმა დევნილთა განსახლების პროცესში დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დევნილთა განსახლების პროცესში დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა.

ვანო მერაბიშვილის თქმით, დევნილების განსახლებისა და მათთვის სახლების მშენებლობის პროცესში ხშირად ხდებოდა უსამართლობა. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ამ უსამართლობას აუცილებლად გამოასწორებს.

,,ვაღიარებ, რომ როდესაც მასობრივად ხდება დევნილთა განსახლება ხშირად შეიძლება იყოს უსამართლობა და მათ გამოსასწორებლად აქტიურად ვითანამშრომლებთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან. ყველა მინისტრი, თითოეული დეპუტატის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე ყურადღებით იქნება. ასევე ვიქნებით ყურადღებით ნებისმიერი მოქალაქის, პრესისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების შენიშვნებზე. ყველა იმ შეცდომასა და არასამართლიანობას, რომელიც შეიძლება სიჩქარით იყოს გამოწვეული, ადეკვატურ პასუხს გავცემთ, რადგან გვინდა, რომ რასაც გავაკეთებთ, იყოს სამართლიანი და ყველა ადამიანს ჰქონდეს იმის განცდა, რომ ის იმ სიკეთეს და სარგებელს მიიღებს, რომელსაც იმსახურებს.''-განაცხადა ვანო მერაბიშილმა. 

კომენტარები