კინო

ნორა ეფრონი

ნიუ იორკში 71 წლის ასაკში გარდაიცვალა ამერიკელი მწერალი, სცენარისტი და რეჟისორი ნორა ეფრონი. მისი ვაჟის, ჯეიკობ ბერშტეინის განცხადებით, გარდაცვალების მიზეზი პნევმონია იყო, რომელიც ლეიკემიით დაავადებულ მწერალს განსაკუთრებით მძიმე ფორმით განუვითარდა.  

ნორა ეფრონი 1941 წლის 19 მაისს, კალიფორნიაში დაიბადა. მან კარიერა ნიუ იორკ პოსტში რეპორტიორად მუშაობით დაიწყო. 60-იან წლებში, როგორც ავტორი, თანამშრომლობდა  სხვადასხვა ამერიკულ ჟურნალებთან და ამ დროისთვის უკვე ჰქონდა გამოცემული მემუარების  წიგნი. პოპულარობა მას მოუტანა წიგნმა „შეშლილი ჯარისკაცი“, სცენარებმა ფილმებისთვის „როცა ჰარი შეხვდა სალის“, „უძინარნი სიეტლში“ და „ჯული და ჯულია“. ნორა ეფრონი სამჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე.

კომენტარები