ლიტერატურა

თსუ-ში ბესიკ ხარანაულის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

დღეს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მწერლისა და პოეტის ბესიკ ხარანაულის, წიგნის „ლექსები, პოემები 1954–2005“ პრეზენტაცია გაიმართა.

„ლექსები, პოემები 1954–2005“ ბესიკ ხარანაულის შემოქმედების სრულ კრებულს წარმოადგენს. იგი მოიცავს 1954–2005 წლებში შექმნილ ნაწარმოებებს და პოეტის ორმოცდაათწლიანი შემოქმედებითი მემკვიდრეობაა.

წიგნი გამომცემლობა „ინტელექტმა“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოსცა.

კომენტარები