მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ გამოაქვეყნა წლიური ანგარიში UNWTO Tourism Highlights. გასული წლის მონაცემებით, მზარდ ტურისტულ ადგილებს შორის, საქართველოში ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
საქართველოს შესახებ ასეთი შეფასება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ანგარიშში პირველად მოხვდა.
"ეს ფაქტი მნიშვნელოვანია ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისთვის, რადგან ხსენებული გამოცემა მეტად სარწმუნო და გავლენიანი ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს", - განმარტავენ ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში.




