ანდერს ბრეივიკი

ანდერს ბრეივიკს ვერდიქტს 24 აგვისტოს გამოუტანენ

ანდერს ბრეივიკის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო ვერდიქტს 24 აგვისტოს გამოიტანს. ამის შესახებ ოსლოში დღეს გამართულ პროცესზე გახდა ცნობილი.

დღეს სასამართლოში ნაფიცი მსაჯულების წინაშე სიტყვით ბრეივიკის დაცვის მხარე წარსდგა. მათ მოსამართლეებს თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფის გასამართლების ან მისთვის მინიმალური სასჯელის შეფარდებისკენ მოუწოდეს. ერთ-ერთმა ადვოკატმა აგრეთვე, წამოაყენა პირობა, რომ ბრეივიკი შერაცხადად ცნონ და არ მიუსაჯონ ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობა.

წინა სასამართლო პროცესზე პროკურორებმა სასამართლოს მოუწოდეს, ბრეივიკი შეურაცხადად გამოაცხადოს.

თავად ანდერს ბრეივიკი, რომელსაც ბრალად 77 ადამიანის მკვლელობა ედება, ახცადებს, რომ იგი ფსიქიკურად ჯანმრთელია და ოსლოსა და  კუნძულ უტოიაზე განხორციელებული თავდასხმები ევროპის ”მრავალკულტურიანობისა და ისლამიზაციისგან განსაწმენდად მოაწყო.”

 

კომენტარები