არჩევნები 2012

ქართული ოცნება დახმარების მსურველთათვის საბანკო რეკვიზიტებს აქვეყნებს

Facebook-ის ოციფიალურ გვერდზე ბიძინა ივანიშვილის კოალიცია ქართულმა ოცნებამ სპეციალური საბანკო ანგარიში და რეკვიზიტები გამოაქვენა - მათთვის, ვისაც კოალიციის წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების სურვილი აქვს.

კოალიციის განცხადებით, საბანკო რეკვიზიტების გამოქვეყნების თხოვნით მას მრავალი მხარდამჭერი მიმართავდა.

„ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს, რათა წინ აღუდგეს ბიძინა ივანიშვილსა და კოალიცია „ქართულ ოცნებას“ და ფინანსური რესურსების გადაკეტვით შეაჩეროს მისი პოლიტიკური აქტიურობა. კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ამ ბოლო დღეებში მრავალი მხარდამჭერი გამოეხმაურა, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს, თავად დააფინანსონ და ამით საკუთარი წვლილი შეიტანონ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიაში“ - ნათქვამია განცხადებაში.

კონტროლის პალატის მონაცემებით, წლის პირველ ნახევარში ქართული ოცნების საერთო შემოწირულობებმა მილიონი ლარი შეადგინა.

 

კომენტარები