ანდერს ბრეივიკი

პროკურორების აზრით, ბრეივიკი შეურაცხადად უნდა გამოცხადდეს

ანდერს ბრეივიკის სასამართლო პროცესი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. დღეს, ოსლოში მიმდინარე პროცესზე, ნაფიცი მსაჯულების წინაშე დასკვნითი სიტყვით წარსდგა ბრალდების მხარე. პროკურორებმა სასამართლოს მოუწოდეს, ბრეივიკი შეურაცხადად გამოაცხადოს.

პროკურორ სვეინ ჰოლდენის თქმით, ჯერ კიდევ არსებობს ეჭვები, რომ დამნაშავე შერაცხადია, მაგრამ ის ფსიქიატრიულში უნდა მოთავსდეს. მისივე აზრით, სჯობს, არა-ფსიქოპატი ადამიანი მოხვდეს ფსიქიატრიულში, ვიდრე ფსიქოპათი - ციხეში.

თავად ბრეივიკის სურვილია, შეარცხადად აღიარონ. მისი აზრით, ასე მის ექსტრემალურ ანტი-ისლამური შეხედულებების სერიოზულობას გაესმება ხაზი.

ბრეივიკმა გასულ წლის 22 ივლისს, კუნძულზე გამართულ ბანაკში, 77 ადამიანი მოკლა. მასობრივი ჟლეტვის დროს ფიზიკურად დაზიანდა 242 ადამიანი. მანამდე მან იერიში ოსლოს სამთავრობო შენობებზე მიიტანა.

დაცვის მხარე საბოლოო სიტყვით პარასკევს წარსდგება. მოსამართლეებმა განაჩენი ივლისში ან აგვისტოში უნდა გამოიტანონ.

 

კომენტარები