არჩევნები 2012

‎საპარლამენტო არჩევნების თარიღი აგვისტოში გაირკვევა

ცესკოს თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების თარიღი, სავარაუდოდ, აგვისტოში გახდება ცნობილი. ამის შესახებ მან სასტუმრო "თბილისი მარიოტში" საარჩევნო საკითხებზე მომუშავე მედია ჯგუფის რიგით მეორე შეხვედრაზე განაცხადა. ხარატიშვილის განმარტებით, არჩევნების დანიშვნის თარიღს საარჩევნო კოდექსი არეგულირებს. კოდექსის თანახმად, ეს თარიღი საქართველოს პრეზიდენტმა არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღით ადრე უნდა გამოაცხადოს.

კომენტარები