რუსეთი

მოსკოვში კიდევ რამდენიმე აქტივისტს შეუფარდეს პატიმრობა

მოსკოვის ბასმანის რაიონის სასამართლომ რუსი ოპოზიციური ძალების მიერ დედაქალაქის ცენტრში 6 მაისს გამართულ „მილიონიან მარშზე“ აღძრულ საქმესთან დაკავშირებით კიდევ სამ ადამიანს შეუფარდა პატიმრობა. საპროტესტო აქციაში მონაწილეებს, ოლეგ არხიპენკოვს, რიხარდ სობოლევს და ვლადიმირ აკიმენკოვს თავისუფლების აღკვეთა 10 აგვისტომდე მიესაჯათ.

დაკავებულებს ბრალად ხელისუფლების წარმომადგენლებისადმი ძალადობა და არეულობისკენ მოწოდება ედებათ.

BBC - ის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სულ 13 ადამიანია დაკავებული, მათგან რვას უკვე შეეფერდა პატიმრობა. გამოცემის ცნობით, 18 წლის აქტივისტს, ალექსანდრა დუხანინას შინაპატიმრობა აქვს მისჯილი.

ბა­ლოტ­ნა­ი­ას მო­ე­დან­ზე  6 მა­ი­სის მომ­ხდარ არე­უ­ლო­ბას­თან დაკავშირებით 11 ივნისს რუსმა სამართალდამცავებმა ოპოზიციის რამდენიმე ლიდერის სახლი გაჩხრიკეს.

 

კომენტარები