ლიბია

ლიბიის ხელისუფლებამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოთხი თანამშრომელი დააკავა

ლიბიის ხელისუფლებამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოთხი თანამშრომელი დააკავა, როდესაც ისინი ქვეყნის ყოფილი ლიდერის კადაფის შვილის საიფ ალ-ისლამთან შესახვედრად მიდიოდნენ.

საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტმა ლიბიას დაკავებულების დაუყოვნებლივ განთავისუფლებისაკენ მოუწოდა. მისი თქმით, საჯარო მოხელეებს 7 ივნისის შემდეგ თავისუფლება შეზღუდული აქვთ.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ადვოკატი შინა პატიმრობაში იმყოფება, რადგან მას ბრალად ედება კადაფის ვაჟისთვის სახიფათო დოკუმენტების გადაცემის მცდელობა.

დელეგაცია ლიბიაში 6 ივნისს გაემგზავრა საიფ ალ-ისლამთან შესახვედრად, რათა მას საერთაშორისო სასამართლოს განსახილველ კადაფის საქმეზე  წარმომადგენელი გასაუბრებოდა.

,,ჩვენი ოთხი თანამშრომელი, ვინაიდან საერთაშორისო სასამართლოს მისიით იმყოფებიან ლიბიაში, სარგებლობს იმუნიტეტით, მე მოვუწოდებ ქვეყნის ხელისუფლებას მათ გასანთავისუფლებლად და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა აუცილებელი ზომა მიიღონ.’’- განაცხადა სასამართლოს პრეზიდენტმა.

კომენტარები