ევროპა

საფრანგეთში ევროპის ყველაზე ხანდაზმული მოქალაქე გარდაიცვალა

საფრანგეთში 114 წლის ასაკში ევროპის ყველაზე ხანდაზმული მოქალაქე, მარი-ტერეზ ბარდე გარდაიცვალა. Le Figaro - ს ინფორმაციით, ბარდე ქალაქ პონშატოში მდებარე მოხუცთა თავშესაფარში გარდაიცვალა, სადაც იგი უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ცხოვრობდა.

114 წლის ქალბატონი Gerontology research group - ის მიერ შედგენილი მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანების სიაში მეექვსე ადგილზე იმყოფებოდა.

1898 წელს დაბადებულმა ქალბატონმა ცოტა ხნის წინ 114-ე დაბადების დღე თავის 90 წლის შვილთან ერთად აღნიშნა.

გამოცემის ცნობით, მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი, ბრაზილიელი მარია სანტუში 2003 წელს 124 წლის ასაკში გარდაიცვალა. სანტუში დღემდე მსოფლიოს ყველაზე მხცოვან მოქალაქედ ითვლება.

 

კომენტარები