ასტრონომია

თბილისის ცაზე გამოჩენილ ნათებას ასტრონომიასთან კავშირი არ ჰქონია

გუშინ ღამით თბილისის ცაზე უცნაური ნათება გამოჩნდა, რამაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია.

აბასთუმანის ობსერვატორიის ასტრონომი და ილიას უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ჯავახიშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული ნათების გამოჩენასთან, რაიმე ასტრონომიულ მოვლენას კავშირი არ ჰქონია.

,,ეს დიდი ალბათობით იყო რაკეტის აფეთქების შედეგად გამოწვეული ნათება, რის შემდეგაც მისი ნამსხვრევები სხვადასხვა მიმართულებით გაიფანტა. ეს საშიში მოვლენა არ არის, თუ რა თქმა უნდა, ნამსხვრევები ვინმეს არ მოხვდება.’’-განმარტავს გიორგი ჯავახიშვილი.

სოციალურ ქსელ Facebook-ზე ,,უცხოპლანეტელების შემოსევის’’ გარდა, ხსენებულ ნათებას, კომეტის გამოჩენასთანაც აიგივებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ ანალოგიური ნათება შენიშნეს სომხეთსა და აზერბაიჯანშიც.

რუსული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ცნობილი გახდა, რომ გუშინ რუსეთში რაკეტა ტოპოლი გამოსცადეს.

კომენტარები