ასტრონომია

ჯეიმს ვების ტელესკოპმა აქამდე ნანახთაგან ყველაზე შორეული ვარსკვლავის სურათი გადაიღო

NASA/ESA/CSA

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი (JWST) ყველაზე ადრეული და შორეული ვარსკვლავის, ეარენდელის სურათები გადაიღო.

ვარსკვლავი მზის ამოსვლის რკალის გალაქტიკაში მდებარეობს. მისი სახელწოდება კი ძველი ინგლისური სიტყვიდან მომდინარეობს, რაც "დილის ვარსკვლავს" ან "ამომავალ შუქს" ნიშნავს.

ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა ეარენდელი პირველად 2022 წელს შენიშნა. ადრინდელი შეფასებით, ვარსკვლავი დედამიწიდან 12.9 მილიარდი სინათლის წლითა იყო დაშორებული, თუმცა სამყაროს გაფართოებისა და იმის გათვალისწინებით, თუ რამდენ ხანი დასჭირდებოდა ვარსკვლავის სინათლეს დედამიწამდე მოსაღწევად, ასტრონომები თვლიან, რომ ეარენდელი ამჟამად 28 მილიარდი სინათლის წლის მანძილზეა.

ვების დაკვირვებით, ეარენდელი მასიური ვარსკვლავია, რომელიც დაახლოებით 1 მილიონჯერ უფრო მანათობელი და ორჯერ უფრო ცხელია ვიდრე ჩვენი მზე.

ასტრონომები ვების ტელესკოპის გამოყენებით მზის ამოსვლის რკალის გალაქტიკის ზუსტი მანძილის დასადგენად და მასში გაერთიანებული ციური სხეულების შესასწავლად მუშაობას განაგრძობენ. ისინი იმედოვნებენ, რომ დიდი აფეთქების მომენტიდან მალევე დაბადებული შორეული ვარსკვლავებისა და გალაქტიკების შესწავლა ასტრონომებს სამყაროს ადრეული დღეების უკეთეს წარმოდგენას შეუქმნის.

კომენტარები