საქართველო-აშშ

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი სერგეი ლავროვის კომენტარს გამოეხმაურა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მარკ ტონერი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის კომენტარს გამოეხმაურა, რომელიც მან ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით გააკეთა.

სერგეი ლავროვი სოციალურ ქსელ Twiter-ზე წერს, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის საქართველოში გაკეთებული განცხადებებით, ,,ვაშინგტონი მიხეილ სააკაშვილს აქეზებს.''

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერმა მარკ ტონერმა აღნიშნა, რომ ჰილარი კლინტონის ვიზიტი საქართველოში ძალიან წარმატებული იყო.

,,ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი ძირითადი ვალდებულება ქართველი ხალხის, მთავრობის მიმართ, ასევე ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ. არ არის გასაკვირი, რომ სწორედ ეს არის უთანხმოების ობიექტი რუსეთსა და აშშ-ს შორის.’’-განაცხადა მარკ ტონერმა.

მარკ ტონერის თქმით, არსებობს საკითხები სადაც რუსეთთან პროგრესის მიღწევა შესაძლებელია, მაგრამ საქართველოს საკითხი არის ის, რასთან დაკავშირებითაც აშშ პოზიციის შეცვლას არ აპირებს.

კომენტარები