რუსეთი-ჩინეთი

ვლადიმირ პუტინი ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავების მომხრეა

პეკინში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ვლადიმირ პუტინი შეხვედრას ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივანთან ჰუ ძინტაოსთან მართავს. გავრცელებული ცნობით, შეხვედრაზე რუსეთისა და ჩინეთის წარმომადგენლები ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკული მიმართულებით თანამშრომლობასა და სირიაში არსებული დაძაბული ვითარების საკითხებს განიხილავენ.

ჩინეთში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე ერთ-ერთ ჩინურ გამოცემასთან საუბარში ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის შეხედულებები მსოფლიო პოლიტიკის შესახებ ერთმანეთს ემთხვევა. ფედერაციის პირველმა პირის თქმით, იგი იმედოვნებს, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის 2011 წელს გამოფორმებული ხელშეკრულება სავაჭრო საკითხების შესახებ, რომლის ღირებულებაც 83, 5 მილიარდი დოლარია, 2020 წლისთვის 200 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.

ცოტა ხნის წინ რუსეთმა და ჩინეთმა გაეროს საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, სირიაში ძალადობის შეწყვეტის მიზნით, ქვეყანაში მკაცრი ზომების გატარებასთან დაკავშირებით, მხარი არ დაუჭირეს.

მოსალოდნელია, რომ ვიზიტის ფარგლებში, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შესახებ 17 ხელშეკრულება გაფორმდება, მათ შორის ენერგეტიკის სფეროშიც.

 

კომენტარები