რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ჩინეთის მოქალაქეებს რუსეთში უვიზოდ შესვლისა და ქვეყანაში 30 დღით დარჩენის უფლებას ანიჭებს.
განკარგულების მიხედვით, უვიზო რეჟიმი 2026 წლის 14 სექტემბრამდე იმოქმედებს. ჩინეთის მოქალაქეებს რუსეთში 30 დღის განმავლობაში დარჩენა სტუმრის ან საქმიანი ვიზიტის სტატუსით, ტურისტებად, სამეცნიერო, კულტურულ და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით და ასევე რუსეთის გავლით სატრანზიტო გადაადგილებისთვის შეეძლებათ.
ამასთან, ბრძანება აკონკრეტებს, რომ კანონი არ ეხება ჩინეთის მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში "სამუშაო, მათ შორის, ჟურნალისტური საქმიანობის" შესასრულებლად, განათლების მისაღებად და ქვეყანაში საცხოვრებლად ჩადის.
15 სექტემბერს ჩინეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ერთწლიანი საცდელი უვიზო რეჟიმი მიიღო, რომლითაც რუსული პასპორტის მქონე რუსეთის მოქალაქეებს ჩინეთის ტერიტორიაზე უვიზოდ 30 დღის განმავლობაში შეუძლიათ დარჩენა





