ივანიშვილი პოლიტიკაში

ქართული ოცნების მხარდამჭერები თავისუფლების მოედანზე იკრიბებიან

თავისუფლების მოედანზე კოალიცია ქართული ოცნების მხარდამჭერები იკრიბებიან. აქცია კოალიციის წინასაარჩევნო კამპანიის დასაწყისს ეძღვნება. მხარდამჭერები თავისუფლების მიედნისკენ რამდენიმე კოლონად დაიძრნენ - ვაკის პარკიდან, დინამოს სტადიონოდან და ავლაბრიდან.

აქციას, კოალიციაში მონაწილე პარტიების გარდა, ნინო ბურჯანაძე, სახალხო კრების წარმომადგენლები, ძმები გაჩეჩილაძეები და პარლამენტარი ჯონდი ბაღათურია შეუერთდნენ.

აქციის დაწყებამდე ქართულმა ოცნებამ ხელისუფლება პროვოკაციაში დაადანასაულა. კოალიციის წრმომადგენელთა განცხადებით, ქალაქის ზოგიერთ უბანში მოსახლეობას ქართული ოცნების მაისურებსა და ფულს ურიგებდნენ, რასაც, მათი თქმით, ტელეკამერები იღებდნენ. გარდა ამისა, რესპუბლუკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა მხარდამჭერები გააფრთხილა იმის შესახებ, რომ აქციაზე, შესაძლოა, მოწოდებები და „ფურცლები“ დარიგდეს, რომლებსაც ქართულ ოცნებასთან საერთო არაფერი აქვს.

 

კომენტარები