რიდლი სკოტი აპირებს, საკუთარი ფილმის, ”სამართებელზე მორბენალის”, გაგრძელება გადაიღოს. რეჟისორის განცხადებით, ახალი ნამუშევარი პირველი ნაწილის პირდაპირი გაგრძელება იქნება და მოვლენები, რიკ დეკარდის თავგადასავალიდან, რამდენიმე წელიწადში განვითარდება. ისევე როგორც ორიგინალის სცენარი, სიქველსაც ჰემპტონ ფენჩერი დაწერს. ”სამართებელზე მორბენალის” გაგრძელებაში ახალი მთავარი პერსონაჟი გამოჩნდა და ის ქალი იქნება. რიდლი სკოტს უყვარს თავის ნამუშევრებში მდედრობითი სქესის ძლიერი პროტაგონისტის ჩართვა (”უცხო”, ”პრომეთე”) და არც ამჯერად ღალატობს თავის სტილს.
ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის დაიწყება მუშაობა. ამ პროექტამდე სკოტი ორი სხვა ფილმის გადაღებას აპირებს. ეს კი რეჟისორისთვის მეორე პროექტი იქნება, რომლის სიქველი ან რიმეიქის გაკეთებაც გადაწყვიტა. წელს ფილმის ”უცხო” პრიქველი - ”პრომეთე” გამოდის.





