საგადასახადო კოდექსი

ინდივიდუალური დაგროვების ახალი სისტემა

დღეს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით კენჭი უყარა საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადი 20%–დან 15%–მდე აღარ შემცირდება და სანაცვლოდ, 2013 წლიდან ამოქმედდება ინდივიდუალური დაგროვების ახალი სისტემა: გადამხდელს შეეძლება 20%–იანი საშემოსავლო გადასახადიდან 18% გადაიხადოს ბიუჯეტში, ხოლო 2% ნებაყოფლობით მიმართოს ინდივიდუალური დაგროვებით ანგარიშზე. თუ პირი არ მოინდომებს 2%–ის დაზოგვას, მისი საშემოსავლო გადასახადის 20% ბიუჯეტში მიიმართება.

ნებაყოფლობით ინდივიდუალური დაგროვების წესსა და პირობებს სპეციალური კანონი ადგენს. ამ კანონპროექტის თანახმად, სააქციო საზოგადოების ფორმით შეიქმნება აქტივების მმართველი კომპანიები, რომლებიც უზრუნველყოფენ ფიზიკური პირების შენატანის მართვას ამ პირების მიერ არჩეული სქემის შესაბამისად. დაზოგილი თანხის მიღება მოქალაქეებს 15 წელზე ადრე არ შეეძლებათ.

ს 2011 წლიდან ამოქმედებული საგადასახადო კოდექსი საშემოსავლო გადასახადის 20%–დან 15%–მდე შემცირება ითვალისწინებდა. კანონით განსაზღვრული გრაფიკით 2013 წლამდე საშემოსავლო გადასახადი 20%, 2014 წლამდე – 18%, ხოლო შემდგომ 15% უნდა გამხდარიყო. თუმცა მთავრობის ახალი შემოთავაზებით, საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი არ შეიცვლება კვლავ 20% იქნება.

 

კომენტარები