რეიტინგი

მანჩესტერ იუნაიტედი - მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული სპორტული ბრენდი

წელს მსოფლიოს ძვირადღირებულ სპორტულ ბრენდად საფეხბურთო კლუბი მანჩესტერ იუნაიტედი დასახელდა. კომპანია Brand Finance სპორტული ბრენდების რეიტინგს ყოველწლიურად ადგენს. 2011 წელს კომპანიამ მანჩესტერ იუნაიტედი 853 მლნ აშშ დოლარად შეაფასა. 2011 წლის მაჩვენებელთან შედარებით, საფეხბურთო კლუბი 29%-ით არის გაძვირებული. რეიტინგში მეორე ადგილზე ბავარიაა, ერთი წლის განმავლობაში კლუბის ღირებულება 59%-ით გაიზარდა და 786 მლნ აშშ დოლარად შეფასდა. მას მოსდევს 600 მლნ აშშ დოლარად შეფასებული მადრიდის რეალი. გასულ წელთან შედარებით რეალის ბრენდი 7%-ით გაუფასურდა. Brand Finance-მა საფეხბურთო კლუბი ბარსელონა მხოლოდ 580 მლნ აშშ დოლარად შეაფასა და ამ მაჩვენებლით მეოთხე ადგილზეა. რეიტინგში ხუთეულს ლონდონის ჩელსი ასრულებს, რომელიც 398 მლნ აშშ დოლარად შეფასდა, წინა წელთან შედარებით 27%-იტ მეტი.

Brand Finance-მა კლუბების შემოსავლის სხვადასხვა წყარო შეისწავლა, მათ შორის, მატჩებზე გაყიდული ბილეთებიდან შემოსავლები, სასპონსორო პაკეტები, სუვენირების რეალიზაციის მონაცემები და სხვა.

 

კომენტარები