რეიტინგი

Forbes-მა ოპრა უინფრი ყველაზე მაღალანაზღაურებად ვარსკვლავად დაასახელა

ამერიკულმა ჟურნალმა Forbes-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავების სია გამოაქვეყნა. მეოთხე წელია, რაც აღნიშნულ რეიტინგში ლიდერობას ტელეწამყვანი ოპრა უინფრი ინარჩუნებს. Forbes-ის მიხედვით, ტელესახის შემოსავალმა 2011 წლის მაისიდან 2012 წლის მაისამდე 165 მილიონი დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ოპრა იუნფრი ლიდერობას მას შემდეგაც ინარჩუნებს, რაც მან თავისი პოპულარული გადაცემა The Oprah Show დახურა.

ყველზე მაღალანაზღააურებადი ვარსკვლავების სიაში მეორე ადგილზე კინორეჟისორი და პროდიუსერი მაიკლ ბეია, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში 160 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მესამე ადგილი კი 130 მილიონით რეჟისორმა სტივენ სპილბერგმა დაიკავა.

აღნიშნულ რეიტინგში აგრეთვე, მოწინავე პოზიციებს იკავებენ რეპერი Dr. Dre და მწერალი ჯეიმს პატერსონი.

რეიტინგში, რომელიც 21 ცნობილ ადამიანს შეიცავს, ასევე მოხვდნენ ელტონ ჯონი, ტომ კრუზი, დონალდ ტრამპი და ბრიტნი სპირსი.

 

კომენტარები