რეიტინგი

Forbes-მა ანგელა მერკელი ყველაზე გავლენიან ქალად დაასახელა

ჟურნალ Forbes-ის ყველაზე გავლენიანი ქალების სიის პირველ ადგილზე გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი მოხვდა.

მეორე ადგილი აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს ერგო, ხოლო მესამე - ბრაზილიის პრეზიდენტს, დილმა რუსეფს. ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე ათეულში ვერ მოხვდა, მას მხოლოდ ოცდამეექვსე ადგილი ერგო.

რეიტინგში მოხვდნენ ბილ გეითსის მეუღლე, მელინდა გეითსი და აშშ-ს პირველი ლედი ,მიშელ ობამა. Forbes-ის სიაში New York Times-ის მთავარი რედაქტორი, ჯილ აბრამსონიც მოხვდა, ის გავლენიანი ქალების რეიტინგში მეხუთე ადგილზეა.

 

კომენტარები