მედიამონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმედი და რუსთავი 2 ყველაზე ხშირად პრეზიდენტის რეგიონულ ვიზიტებს აშუქებს, კავკასია და მაესტრო კი - პარლამენტის საქმიანობას. კვლევა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა“ ჩაატარა და ის 27 აპრილიდან - 10 მაისის პერიოდში ექვსი ტელეკომპანიის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას აკვირდებოდა.
ბოლო პერიოდში საინფორმაციო სივრცის წამყვანი თემას პრეზიდენტის რეგიონში ვიზიტები წარმოადგენს. თემა აქტუალური იყო მედიის მონიტორინგის, როგორც პირველ, ასევე - მეორე ორკვირიან პერიოდში. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, საერთოა სამი ტელევიზიის ( საზოგადოებრივი მაუწყებელი, „იმედი“ და „რუსთავი 2“) არა მხოლოდ პირველი, არამედ მეორე პრიორიტეტული თემაც - რუსეთის შიდა პოლიტიკა.
მომავალი ანგარიშიდან მონიტორინგში ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ მთავარი საინფორმაციო პროგრამაც ჩაერთვება.




