ევროზონის კრიზისი

ევროკავშირი საბერძნეთის ევროზონიდან გასვლის სცენარს განიხილავს

ევროკომისია და ევროპის ცენტრალური ბანკი განიხილავენ სცენარს, რა მოხდება თუ საბერძნეთი ევროზონიდან გასვლას გადაწყვეტს. სავაჭრო კომისრის, კარენ დე გიუხტის თქმით ასეთი სცენარის განხილვა დაეხმარება ევროკავშირს ”დომინოს ეფექტის” თავიდან აცილებაში.

ევროკავშირის მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ ბრუსელს საბერძნეთის ევროზონიდან გასვლა არ სურს, თუმცა ქვეყანამ აღებული ვალდებულებები უნდა შეასრულოს და ხარჯვა შეამციროს. 

6 მაისის არჩევნების შემდეგ საბერძნეთმა ვერ შეძლო მთავრობის ჩამოყალიბება და ახალი არჩევნები 17 ივნისს დანიშნა. უკანასკნელი გამოკითხვების მიხედვით, ამომრჩეველთა დიდ ნაწილს იმ პარტიების დაბრუნება სურთ, რომლებიც ხარჯების შემცირებას და აღებული ვალდებულებების შესრულებას უჭერენ მხარს. გამოკითხვის მიხედვით, კონსერვატორულ ახალი დემოკრატიის პარტიას მოსახლეობის 23.1% უჭერს მხარს, სირიზას (რადიკალ მემარცხენეთა კოალიციას) - 21%, სოციალისტურ პასოკს კი 13.2.

კომენტარები