ევროზონის კრიზისი

საბერძნეთმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვალი არ გადაიხადა

huffingtonpost.com

საბერძნეთმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის (IMF) €300 მილიონის მოცულობის სესხის გადახდაზე დღეს უარი განაცხადა, ქვეყანამ ფონდს გადახდის ბოლო ვადის თვის ბოლომდე გადავადება მოსთხოვა. სავალუტო ფონდისთვის ვალის სპეციალური გადავადების მოთხოვნით აქამდე მხოლოდ ზამბიას ჰქონდა მიმართული. ივნისის ბოლოსთვის საბერძნეთმა სავალუტო ფონდს ხუთხჯერ უფრო დიდი მოცულობის €1.5 მილიარდის ვალი უნდა დაუბრუნოს. 

The Wall Street Journal-ის ცნობით საბერძნეთსა და მის საერთაშორისო კრედიტორებს შორის "ცივი ომი" დაიწყო. საბერძნეთმა ევროპის ცენტრალურ ბანკს (ECB) ივლისსა და აგვისტოში €6.7 მილიარდის მოცულობის ვალი უნდა დაუბრუნოს. ქვეყნის მიერ ვალის გადაუხდელობა ევროზონის კრიზისს გააღრმავებს და ის საბერძნეთის ევროზონიდან გასვლის მიზეზიც შეიძლება გახდეს. ევროკომისიამ და საერთაშორისო კრედიტორებმა საბერძნეთს არაერთი ანტიკრიზისული გეგმა შესთავაზეს, რომელთა შესრულებაზეც მმართველმა პარტია სირიზამ უარი განაცხადა. 

ვალის გადაცილებიდან რამდენიმე საათში საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა განცხადება გაავრცელა, სადაც საბერძნეთში დეფოლტის გაზრდილ რისკზეა საუბარი. Fitch-ი ანგარიშში საბერძნეთის მთავრობის ფისკალურ პოლიტიკას გაურკვეველს უწოდებს. ანგარიშში საუბარი ბერძნული ბანკების ფინანსური ლიკვიდობის პრობლემებსაც შეეხება, რასაც ვითარების გართულების შემთხვევაში მთელი ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითი ეფექტი ექნება.  

კომენტარები