ევროზონის კრიზისი

ევროკრიზისის დაძლევის კიდევ ერთი მცდელობა

ევროკავშირის სამიტის წინ საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ევროკომისიის პრეზინდენტს ჟოზე მანუელ ბაროზოსა და სხვა ევროპელ ლიდერებს მარსელში შეხვდნენ.

საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს სურდათ ამ შეხვედრით მარტისთვის დაგეგმილი ბიუჯეტის შეკვეცის შესახებ ცვლილებისთვის მხარი დაეჭირათ. სარკოზიმ ევროპაში შექმნილ ვითარებას უჩვეულოდ სახიფათო უწოდა.

,, ჩვენ ვიპოვით ამ კრიზისიდან გამოსვლის გზას, ჩვენ ავირჩევთ ამ პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გამოსავალს. შექმნილი მდგომარეობიდან გამოსვლას წლების მანძილზე სისტემატიური მუშაობა დასჭირდება, რადგან ეს კრიზისი ათწლეულების მანძილზე იქმნებოდა და ერთი ნაბიჯის გადადგმით ვერ მოგვარდება’’ – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

ჟოზე მანუელ ბაროზოსომ განაცხადა, რომ კრიზის დასაძლევად გაერთიანებაა საჭიროა. მაშინ როცა უმუშევრობა იზრდება და ევროპა რეცესიის რეალური საფრთხის წინაშეა გაუბედავობის დრო აღარ არის.

ამ წლის მერვე სამიტზე ევროპის ლიდერები საყოველთაო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებიან, ზოგიერთი ევროპული ქვეყანა სკეპტიკურად უყურებს ბიუჯეტის შესახებ ცვლილებებს. ეკონომისტები გამოთქვამენ ეჭვს რომ ეს სამიტი კრიზის დაძლევაში გადამწყვეტ როლს ვერ ითამაშებს.

 

კომენტარები