საბერძნეთი

საბერძნეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

საბერძნეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 17 ივნისს გაიმართება. აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა კაროლოს პაპულიასმა მას შემდეგ მიიღო, რაც პარტიებს შორის კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ მოლაპარაკებები ვერ შედგა.

არჩევნებამდე საბერძნეთს ტექნიკური მთავრობა ეყოლება, რომელსაც სათავეში სახელმწიფოს საბჭოს ხელმძღვანელი პანაიოტის პიკრამენოსი ჩაუდგება.

გასულ კვირას საბერძნეთის მემარცხენე რადიკალურმა პარტიამ უარი განაცხადა ახალი კოალიციური მთავრობის შექმნასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე. „სირიზას “ლიდერის, ალექსის ციპრასის თქმით, მისი პარტია იმ პოლიტიკურ ძალებთან მოლაპარაკებებში არ შევა, რომლებიც ქვეყნის საბიუჯეტო ხარჯების მკაცრად შემცირების სანაცვლოდ, ევროკავშირისა და მსოფლიო სავალუტო ფონდისგან ფინანსური დახმარების მიღებას უჭერენ მხარს.

საზოგადოებრივი კვლევების მიხედვით, ვადამდელ არჩევნებში ანტიევროკავშირულ პარტიებს გამარჯვების შანსი აქვთ.

6 მაისს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ვერცერთმა პარტიამ მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო ხმათა რაოდენობის მოგროვება ვერ შეძლო.

 

კომენტარები