ანდერს ბრეივიკი

ბრეივიკის პროცესის დროს უცნობმა მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა

დღეს ტერორისტ ანდერს ბრეივიკის სასამრთლო პროცესის მიმდინარეობის დროს, სასამართლო შენობასთან უცნობმა მამაკაცმა თავი დაიწვა.

მამაკაცმა სხეულზე აალებადი სითხე გადაისხა და ასეთივე მასით სავსე ერთი ბოთლი პოლიციელების მიმართულებითაც ისროლა. პოლიცილებმა ცეცხლის ჩაქრობა მოახერხეს.

BBC-ის ინფორმაციით ცეცხლმოკიდებული მამაკაცი ოსლოს სასამართლო შენობაში შესვლას ცდილობდა, თუმცა პოლიციელებმა მისი შეჩერება მოახერხეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაშავებული საავადმყოფოში მკერდისა და მუცლის დამწვრობით მოათავსეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

კომენტარები