დღეს დილით თბილისის ყოველწლიურ მუსიკალურ ფესტივალ Tbilisi Open Air-თან დაკავშირებით პრეს-კონფერენცია გაიმართა. წელს ფესტივალი ზაფხულის პირველ შაბათ-კვირას, 2 და 3 ივნისს ჩატარდება და მასში მონაწილეობას ქართველ შემსრულებლებთან ერთად უცხოური ბენდებიც მიიღებენ.
შემსრულებელთა სიაში არიან Svansikh, Outsider, Zurgi, Loudspeakers, მწვანე ოთახი და სხვა ქართული ბენდები. ასევე DDT რუსეთიდან, Transmitter გერმანიიდან, D.O.P. საფრანგეთიდან და სხვა უცხოელი შემსრულებლები.
Tbilisi Open Air 2012 ფუნიკულიორის მიმდებარე ტერიტორიაზე, Tbilisi Yalley-ზე ჩატარდება. ახალი საფესტივალო ქალაქის მშენებლობა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მიმდინარეობს.
წელს Tbilisi Open Air მესამედ ტარდება და წინასაფესიტივალო კვლევის მიხედვით მას 25 000-დან 30 000-ამდე ადამიანი დაესწრება. ფესტივალისთვის ტურისტების ნაკადს ელოდებიან უკრაინიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან.