რუსეთი-აშშ

დიდი რვიანის სამიტზე რუსეთს პუტინის ნაცვლად მედვედევი წარადგენს

”დიდი რვიანის” სამიტზე, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტის რეზიდენციაში, კემპ-დევიდში მაისში გაიმართება, რუსეთს პუტინის ნაცვლად ქვეყნის ახლადარჩეული პრემიერი დიმიტრი მედვედევი წარადგენს.

BBC - ის ინფორმაციით ვლადიმერ პუტინმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტის პოსტი მესამეჯერ დაიკავა, ამის შესახებ თავის ამერიკელ კოლეგას, ბარაკ ობამას სატელეფონო საუბარში აცნობა.

გამოცემის ცნობით, რუსეთის პირველი პირი სამიტში მონაწილეობის მიღებას გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო ვერ ახერხებს. პუტინის თქმით, იგი ახლა მთლიანად ქვეყნის ახალი მთავრობის ჩამოყალიბებითაა დაკავებული.

”დიდი რვიანის” სამიტი კემპ-დევიდში 18-19 მაისს გაიმართება.

თეთრი სახლის ადმინისტრაციის ცნობით, ორი ქვეყნის პრეზიდენტები ერთმანეთს დაგეგმილზე ერთი თვით გვიან, ”დიდი ოცეულის” სამიტის ფარგლებში, მექსიკის ქალაქ ლოს-კაბოსში ივნისში შეხვდებიან.

 

კომენტარები