ვატიკანი

პაპის უსაფრთხოებას 26 ახალი გვარდიელი დაიცავს

ვატიკანის წმინდა საყდარს პაპის შვეიცარიული გვარდიის 26-მა ახალმა წევრმა შეჰფიცა ერთგულება. მათ პავლე მეექვსის ცნობილ დარბაზში სამხედრო დროშაზე დადეს ფიცი: ,,ვემსახურები პატიოსნად, ერთგულად და ღირსეულად წმინდა მამას!’’ ეს ფორმულა ყოველმა ახალწვეულმა მშობლიურ, გერმანულ ენაზე გაიმეორა, რაც პაპის შვეიცარიული გვარდიის უძველესი დევიზის განახლებაც იყო - ,,Ich Hellebardier ...’’

როგორც წესი, პაპის პირადი გვარდიის შევსების ცერემონიალზე იმ 147 დაღუპულ შვეიცარიელ მეომარს მიაგებენ პატივს, რომლებმაც პაპი კლიმენტი მეშვიდე 1527 წლის 6 მაისს ისტორიულ ,,რომის ძარცვაში’’ იმპერატორი კარლ მეხუთეს არმიისგან სიცოცხლის ფასად დაიცვეს. 

უძველესი გვარდიის წევრობა მხოლოდ იმ შვეიცარიელ კათოლიკე მამაკაცებს შეუძლიათ, რომელთა ასაკი 30 წელს არ აღემატება და არ არიან დაქორწინებულები. 

 

კომენტარები