კოალიცია ქართული ოცნება 27 მაისს მანიფესტაციას თავისუფლების მოედანზე გამართავს. კოალიციის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე 27 მაისისთვის დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გავრცელდა.
"მე, ბიძინა ივანიშვილი, კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი, 27 მაისს, დღის სამ საათზე გელოდებით თავისუფლების მოედანზე, რომ ერთად დავიწყოთ ჩვენი სამშობლოს გაერთიანების პროცესი და ყველამ ერთად ავიხდინოთ ქართული ოცნება", - ამბობს ივანიშვილი მიმართვაში.




