საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები

ნიკოლა სარკოზი: ფრანსუა ოლანდი საფრანგეთის პრეზიდენტია

სოციალისტური პარტიის კანდიდატმა ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. მან ხმების 52% მოიპოვა, ნიკოლა სარკოზიმ დამარცხება აღიარა და განაცხადა, რომ ფრანსუა ოლანდი საფრანგეთის ახალი პრეზიდენტია, რომელიც პატივისცემას იმსახურებს. ოლანდის მხარდამჭერები პარიზის ქუჩებში გამარჯვებას აღნიშნავენ.

სოციალისტი კანდიდატი ფრანგებს დიდი კორპორაციებისა და წელიწადში 1 მილიონ ევროზე მეტი შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის გადასახადების გაზრდას დაპირდა. იგი ასევე მინიმალური ხელფასის გაზრდას, დამატებით 60 ათასი მასწავლებლის დასაქმებასა და საპენსიო ასაკის 62 -დან 60-მდე დაწევას აპირებს.

1958 წლის შემდეგ ეს მეორე შემთხვევაა საფრანგეთის ისტორიაში, როდესაც მოქმედი პრეზიდენტი ფრანგებმა მეორე ვადით არ აირჩიეს.

ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია ამ თვის ბოლოს გაიმართება.

 

კომენტარები