საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

დღეს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, სადაც შესაძლოა სოციალისტური პარტიის კანდიდატმა ფრანსუა ოლანდმა მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დაამარცხოს, ვინაიდან სარკოზის მკაცრი ეკონომიკურ პოლიტიკის გამო დიდი უკმაყოფილებაა ფრანგ ამომრჩევლებში.

არჩევნების შედეგები საფრანგეთის კრიზისთან ბრძოლისუნარიანობაზე აისახება, ასევე იმაზე, თუ რამდენ ხანს დარჩებიან ავღანეთში ფრანგი სამხედროები.

ფრანსუა ოლანდმა ხმა ცენტრალური საფრანგეთის ერთერთ უბანზე მისცა. 57 წლის პოლიტიკოსი ამომრჩევლებს გაესაუბრა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ფრანგმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს იქნება თუ არა ეს საფრანგეთისთვის კარგი დღე.

ნიკოლა სარკოზი ხმის მისაცემად პირველ ლედისთან, ყოფილ სუპერმოდელ კარლა ბრუნისთან ერთად პარიზის საარჩევნო უბანზე მივიდა, თუმცა მედიის წარმომადგენლებთან არცერთ მათგანს კომენატრი არ გაუკეთებია.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 22 აპრილს გაიმართა, რომლის შედეგადაც მეორე ტურის მონაწილეებად ნიკოლა სარკოზი და ფრანსუა ოლანდი გამოვლინდნენ, რადგან ვერცერთმა მათგანმა ხმების უმრავლესობის მოგროვება ვერ შეძლო.

 არჩევნების წინასწარი შედეგები საფრანგეთის დროით კვირას საღამოს გახდება ცნობილი.

კომენტარები