საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები

ლე პენი მეორე ტურში არცერთ კანდიდატს არ დაუჭერს მხარს

ულტრამემარჯვენე ,,ეროვნული ფრონტის’’ ლიდერი მარინ ლე პენი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერას არცერთ კანდიდატს არ უცხადებს.  მან  განაცხადა, რომ  საარჩევნო ყუთში ცარიელი ბოულეტენის ჩაგდებას აპირებს. ლე პენმა ამომრჩევნებს მოუწოდა ხმა საკუთარი შეხედულებების მიხედვით მისცენ. 

6 მაისს დანიშნულ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და სოციალისტური პარტიის წარმომადგენელი ფრანსუა ოლანდი მიიღებენ. არჩევნების პირველ ტურში ლე პენმა ამომრჩეველთა ხმების 17,9% მიიღო და  მესამე ადგილზე გავიდა.

კომენტარები