საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები

ფრანსუა ოლანდი მზადაა ნიკოლა სარკოზის დაუპირისპირდეს

პრეზიდენტობის კანდიდატობაზე სოციალისტური პარტიის  წინასწარ არჩევნებში გამარჯვებული ფრანსუა ოლანდი აცხადებს, რომ მზადაა 2012 წლის არჩევნებში ნიკოლა სარკოზის დაუპირისპირდეს. წინასწარ არჩევნებში 2, 5 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა და ფრანსუა  ოლანდიმ მხარდამჭერების ხმების 56 პროცენტი მიიღო.  სოციალისტების  ფავორიტი   კანდიდატი  აცხადებს, რომ სარკოზის კურსის ატანა აღარ შეიძლება  და ქვეყნის წინაშე დაგროვილი პრობლემების გადასაჭრელად ახალი სტრატეგია და ხედვაა საჭირო.  ოლანდი  აღიარებს, რომ  წინ  ”მძიმე ბრძოლა” ელის. 

კომენტარები