აფეთქებების სერია

შსს-მ ზუგდიდში აფეთქების მცდელობისთვის გალის მკვიდრი როლანდ ხურცილავა დააკავა

შსს-ის ცნობით, ზუგდიდის პროკურატურასთან ასაფეთქებელი მოწყობილობის დადებისთვის დაკავებული პირი როლანდ ხურცილავაა. ის გალის მკვიდრია და ასაფეთქებელი ნივთიერება  ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოიტანა.

შსს-მ გაავრცელა მისი ვიდეო ჩვენებაც. ჩვენებაში ხურცილავა ამბობს, რომ მასთან ძველი ნაცნობი, სამხედრო მოსამსახურე, ვიცე-პოლკოვნიკი ვასილ ვასილევიჩი მივიდა და 80 ათასი რუსული რუბლის სანაცვლოდ ზუგდიდის პროკურატურასთან ასაფეთქებელი მოწყობილობის დადება შესთავაზა. ხურცილავა ამბობს, რომ თავიდან უარი თქვა და იმავე პირისგან ხელმეორე შეთავაზების შემდგომ დათანხმდა წინადადებას. ამის შემდგომ მან ბომბი წამოიღო და ზუგდიდის პროკურატურასთან მიიტანა.

შსს-მ ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღო და გააუვნებელყო. ხურცილავა მაშინვე დააკავეს მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

კომენტარები